სოფელ კარდენახში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ

კახეთში, სოფელ კარდენახში, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. დაშავებულია პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი.

როგორც მეტრეველი ამბობს, მას ორი პირი დაესხა თავს და ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა შეუძლია.

“მე ვიყავი ბოლო გამომსვლელი, დავამთავრეთ ეს შეხვედრა, ატყდა ჩოჩქოლი, მივედით ამბის გასარკვევად და თავს დამესხა ორი კუნთმაგარი ტიტუშკა. […]

ახლა გავარკვევ, რა დაზიანებები მაქვს. როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა ვნახავ თუ არის მოტეხილობა სახის ძვლების. […]

მე თავს დამესხა ორი ადამიანი. ერთს ვერ ვხედავდი, ჩემგან მარჯვნივ იყო, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო, იმის ამოცნობა შემიძლია, ეს ვიდეოკადრები არსებობს”. – უთხრა მან ჟურნალისტებს კლინიკაში შესვლამდე.

თავდასხმასთან დაკავშირებით ტაბულა კომენტარის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება