სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლული 36 წლის გიორგი ქობულაშვილია, რომელსაც გვიან ღამით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ქობულაშვილთან რამდენიმე პირი საქმის გასარჩევად მივიდა.
“უკარგესი ადამიანი იყო. ობოლი, ბებიას გაზრდილი. უბნის ბავშვების ქომაგი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, დანით მიაყენა მრავალი ჭრილობა თავში და გულშიო. გიორგი ყველა ბიჭს არიგებდა ჭკუას, ქომაგი იყო ყველასი, ვიღაცამ დარიგება ვერ გაუგო და გაიმეტეს სასიკვდილოდ, უპატიოსნესი, სხვისი დამხმარე უანგაროდ კეთილი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, რომ რამდენიმე ბიჭი მივიდა მასთან საქმის გასარჩევად, 20-22 წლისებიო… ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. ძალიან დამწუხრებულები ვართ”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება