ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ დიდველაში, 23-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქე შეიჭრა და საარჩევნო პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკა გაანადგურა, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერებული იყო.
როგორც ცნობილია, მოქალაქის ამ ქმედებას წინ არანაირი დაპირისპირება უძღვოდა. ის შეიჭრა და ელექტრონული მოწყობილობა, ვერიფიკაციის აპარატი და საარჩევნო ყუთი გაანადგურა.
ამ დროისთვის, სოფელ დიდველაში, არჩევნები ძველი წესით მიმდინარეობს.