სოფელ გურიფულში, ხობი-უტორას დამშრობ მასივზე შემკრები არხები იწმინდება

სოფელ გურიფულში, ხობი-უტორას დამშრობ მასივზე შემკრები არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს არსებული დამშრობი სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და, შედეგად, სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას.

ამ ეტაპზე, სოფელ გურიფულში, ხობი-უტორას დამშრობ მასივზე შემკრები არხების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, გათვალისწინებულია 2050-მეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა; ამ დროისთვის, უკვე მოწესრიგებულია 900-მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი.

სამუშაოების დასრულების შედეგად, 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხებში წყლის გამტარიანობა, შემცირდება დატბორვის რისკები, რაც მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული პროექტი 26 იანვარს დაიწყო და, გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არხების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს, რაც სამელიორაციო სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებასა უზრუნველყოფს.
ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?