სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან და ე.წ. სასამართლოს გამართვას ელოდებიან.
ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად ოკუპანტებმა 24 ნოემბერს სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს, ტერიტორიიდან, რომელიც რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს, ვინც მას ვერც განათლებით და ვერც ქვეყნის სიყვარულით აჯობა. მასზე ბინძური ჭორების გავრცელება კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც მოგიგებთ