სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.
მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობდა. გარდაცვლილ მსახიობს პატივი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ