სოროსის ფონდი უნგრეთის მთავრობის კამპანიას ანტისემიტიზმში სდებს ბრალს

უნგრეთის მთავრობის პოლიტიკური კამპანია, რომელიც შეურაცხყოფს ევროკომისიის თავმჯდომარეს და ფინანსისტ ჯორჯ სოროსის ვაჟს, წარმოადგენს „პროპაგანდას, რომელზეც ანტისემიტიზმის კვალია“ – განაცხადა 22 ნოემბერს სოროსის წარმომადგენელმა.
უნგრეთის მთავრობა თვლის, რომ ბრალდება „უსაფუძვლოა“.
Reuters-ის თანახმად, 20 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მთავრობამ წარმოადგინა სარეკლამო ფარები, რომლებიც შეურაცხყოფს ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც პირველად გახდა პოლიტიკური კამპანიის სამიზნე.
სარეკლამო ფარებზე, რომლებიც ევროპის პარლამენტის 2024 წლის არჩევნებს ეხება, ფონ დერ ლაიენი გამოსახულია სოროსის ვაჟთან, ალექსანდრთან ერთად, რომელიც მართავს „ღია საზოგადოებას“ – სოროსის ფონდს.
ფარზე წარწერაა: მოდით, ნუ ვიცეკვებთ მათ დაკრულზე“.