სოროსის და ევრო-ამერიკული ფულის ნაყოფი, ანუ გადაჯიშებული ქართველი – ამ პროექტის “შვილებს” ვუყურებთ უკანასკნელ დღეებში მელიქიშვილის გამზირზე
წლების განმავლობაში, საქართველოში შემოსული უცხოური ფულის თითოეული ცენტი ხმარდებოდა ახალი ქართველის გამოყვანის გრძელვადიან პროექტს, სწორედ ეს იყო უცხო ძალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი სოროსისა და ევრო-ამერიკული ფონდების თაობაზე სოციალურ ქსელში.
ვატო შაქარიშვილი სოროსის ფონდის და ევრო-ამერიკული ფულის ნაყოფს უწოდებს გადაჯიშებულ ქართველებს.
მისივე თქმით, „სოროსის და სხვა ევრო-ამერიკული ფონდების ფული ხმარდებოდა განათლების სისტემის სრულ დეგრადაციას და იქ ლიბერალური ინდოქტრინაციის დანერგვას“ რის ნაყოფსაც დღეს მელიქიშვილის გამზირზე ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში.
„სოროსის და ევრო-ამერიკული ფულის ნაყოფი, ანუ გადაჯიშებული ქართველი წლების განმავლობაში, საქართველოში შემოსული უცხოური ფულის თითოეული ცენტი ხმარდებოდა ახალი ქართველის გამოყვანის გრძელვადიან პროექტს, სწორედ ეს იყო უცხო ძალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ცხადია ზრდასრულ ადამიანზე ზემოქმედება უფრო რთული ამოცანა იყო, შესაბამისად აქცენტი გაკეთდა ახალ თაობებზე და იმ სივრცეებზე, სადაც მოზარდი ყალიბდება.
სოროსის და სხვა ევრო-ამერიკული ფონდების ფული ხმარდებოდა განათლების სისტემის სრულ დეგრადაციას და იქ ლიბერალური ინდოქტრინაციის დანერგვას. მოძებნეს ბოლშევიკების, დამხვრეტების, დამსმენების, დოკსოპულოების მემკვიდრეები და შეუშვეს განათლების სისტემაში. ეს ხალხი ნაც-მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის დროს, ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში, ელიტად დანიშნეს, გაუხსნეს ტელევიზიები, მისცეს პრივლეგიები, დაეპატრონენ უმაღლეს სასწავლებლებს.
პროექტის მეორე მიმართულება იყო ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება. საქართველო ვერ ახორციელებდა სუვერენულ პოლიტიკას მათ შორის ვერც ეკონომიკაში, რამაც არ მოგვცა სოციალური მდგომარეობის გამოსწორების საშუალება, ეს კი მასობრივი ემიგრაციის საფუძველი გახდა, მშობლებმა შვილები მიატოვეს და უცხო ქვეყნებში სამუშაოდ წავიდნენ, დაკარგეს შვილებთან ახლო კავშირი, ისინი კი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ სოროსის დამქაშების ხელში.
ახალგაზრდები დააშორეს ეკლესიასაც. არ ასწავლეს, რომ საზოგადოებაში უფლებებთან ერთად არსებობს მოვალეობები და უთხრეს რომ თუ სურთ თავისუფლება მაშინ უნდა გათავისუფლდნენ მორალისგან, რწმენისგან, სინდისისგან.
ამ პროექტის “შვილებს” ვუყურებთ უკანასკნელ დღეებში მელიქიშვილის გამზირზე. ეს ის ხალხია, ვინც საკუთარი დედა დაგმო საჯაროდ პოლიტიკური პოზიციის გამო, ვინც საკუთარ ბებია-ბაბუებს “ქოცებს” ეძახის და ემიჯნება. დედას მოკლავენ, მამას დაახრჩბენ თუ ფონ დერ ლაიენი ეტყვის ამას… ყველაფერზე წავლენ, ოღონდ პატრონს ემსახურონ, რომელსაც სურს ამ გადაჯიშებული ქართველებისგან დაკომპლექტებული აგენტურული ხელისუფლება ჰყავდეს საქართველოში.
მათ გამოსწრორებაზე ზრუნვა ძალიან დაგვიანებულია, ამიტომ აუცილებელია წესრიგი დამყარდეს და ჭინკების შაბაში აილაგმოს თბილისის ქუჩებიდან“, -წერს ვატო შაქარიშვილი.