93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
“მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარულ სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი”. – წერია კონსერვატორიის სამძიმრის განცხადებაში.