მოხარულები ვართ, რომ გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი (GFTN) თბილისის ფინანსური სამიტის ნაწილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, — ამის შესახებ GFTN-ის თანადამფუძნებელმა სოპნენდუ მოჰანტიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს GFTN-ის პირველი პარტნიორობაა მსოფლიოს ამ რეგიონში, კერძოდ საქართველოში.
“საქართველოს ბაზარი ფინტექის მომავალია, ან როგორც მე მას ვუწოდებ, ახალი ბაზარი, სადაც ფინტექის მომავალი შეიძლება გაფართოვდეს. ის, რაც სებ-მა, თავისი მოქმედი პრეზიდენტის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ფინტექსში გააკეთა, აღფრთოვანებას იწვევს. ჩემთვის ინსპირაციაა, თუ როგორ აღიქვამს სებ-ის პრეზიდენტი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური სისტემის იდეასა და მის მომავალს”, — აღნიშნა სოპნენდუ მოჰანტიმ, GFTN-ის თანადამფუძნებელმა.
მოჰანტის თქმით, საქართველოს ცენტრალური ბანკის წინდახედული ხედვა ქმნის ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ფინტექ ინოვაციების განვითარებისთვის, რაც რეგიონში, განსაკუთრებით შუა დერეფანში, ახალი შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს.
თბილისის ფინანსური სამიტი 22-23 ოქტომბერს გაიმართება და მას 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე დელეგატი დაესწრება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამიტის მონაწილეებს შეეძლებათ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
· სპორტი პრიმოს მხარდაჭერით Babolat X Lamborghini-ის პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა პრიმოს მხარდაჭერით Babolat X Lamborghini-ის პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
· ეკონომიკა თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
· ეკონომიკა 21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ! 21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
· გადახედვა მედიცინა უსინათლო ადამიანებმა ჭკვიანი სათვალისა და იმპლანტანტის მეშვეობით ისევ დაინახეს უსინათლო ადამიანებმა ჭკვიანი სათვალისა და იმპლანტანტის მეშვეობით ისევ დაინახეს
· გადახედვა პოლიტიკა ლატვიის საგარეო უწყება: ჩვენ ელჩ პეტერ ფიშერსა და ჩვენს გერმანელ კოლეგებს მხარს ვუჭერთ ლატვიის საგარეო უწყება: ჩვენ ელჩ პეტერ ფიშერსა და ჩვენს გერმანელ კოლეგებს მხარს ვუჭერთ
