სომხურმა და თურქულმა მხარეებმა ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

“არემნპრესის” ცნობით, 14 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანისა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან ქურთულმუშს შორის შეხვედრა, რომლის დროსაც “მხარეებმა განიხილეს სომხურ-თურქული ურთიერთობების დასარეგულირებელი საკითხების ფართო სპექტრი”.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელმა თურქულ მხარეს გააცნო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში მიმდინარე მოვლენები და დაადასტურა სომხური მხარის მზადყოფნა მშვიდობის დამყარების საკითხში. ალენ სიმონიანმა ასევე წარუდგინა თურქ პარტნიორს სომხეთის მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტი “მსოფლიოს გზაჯვარედინზე”.
შეხვედრის დასასრულს, ს ცნობითვე, მხარეები კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ