სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი ნარეკ კარაპეტიანი სოციალურ ქსელში ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ …

სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი ნარეკ კარაპეტიანი სოციალურ ქსელში ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ “საქართველოს ლიდერი” სომხეთის პრემიერ ფაშინიანს არ ხვდება. თუმცა, პრორუსული პარტია “ძლიერი სომხეთის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი “სიამოვნებით შეხვდებოდა” მის ბიძას, სამველ კარაპეტიანს:
💬 „ფოტოზე: საქართველოს ლიდერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი – დღეს. იცით, როდის მივხვდებით, რომ გვყავს ძლიერი დიპლომატია და ძლიერი ლიდერი? როდესაც ჩვენი უახლოესი მეზობლის ლიდერი შეწყვეტს ჩვენი პრემიერმინისტრის იგნორირებას და ბოლოს და ბოლოს შეხვდება მას. მაგრამ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ სამველ კარაპეტიანს სიამოვნებით შეხვდება და განიხილავს, თუ როგორ განავითარონ სომხეთი და საქართველო?“ | წერს ნარეკ კარაპეტიანი. ის პრორუსული პარტია “ძლიერი სომხეთის” ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერია.
🔻 თავად სამველ კარაპეტიანი 2025 წლის ბოლოს სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების ბრალდებით დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ