სომხური მედია – მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანი და მისი ადვოკატები წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიას ტოვებენ და საგამოძიებო კომიტეტში მიემართებიან, – ინფორმაციას „სპუტნიკ-არმენია“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავარეპისკოპოს მიქაელს თან რამდენიმე სასულიერო პირიც ახლავს.
მთავარეპისკოპოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში დაგეგმილი იყო სასულიერო პირების შეხვედრა, რომლის კოორდინატორი მიქაელ აჯაფახიანი იყო. შეხვედრამდე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალათ და რომ შეხვედრის შემდეგ თავად ეპისკოპოსი მივიდოდა საგამოძიებო კომიტეტში. ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობით თავმოყრამ და ამ მეთოდით დაკავების მცდელობამ სასულიერო პირებსა და მოქალაქეებში აღშფოთება გამოიწვია.
მოგვიანებით, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და ადვოკატებმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადება გადაწყვიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის