სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამი იყო ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასაზღვრო კომისიების მე-8 შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა.
საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა.
როგორც განცხადებაში წერია, საზღვარი გაივლება სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრებს მოხაზავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს.
ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება.
როგორც განცხადებაში წერია, საზღვარი გაივლება სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრებს მოხაზავენ და ითვალისწინებენ ალმატის დეკლარაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს.
ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება.
მხარეებს პროცესის სამართლებრივად დასრულების ბოლო ვადად, განხცხადების მიხედვით, 2024 წლის 1-ელი ივლისი ეძლევათ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი პროცესის დასრულების შემდეგ საზღვრის სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის ანკლავებისა და ექსკლავების დელიმიტაცია-დემარკაციის გაგრძელებაზეც შეთახნდნენ.
ვრცლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია –დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის.
ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ფაშინიანი ამბობდა, რომ არ უნდა დაეშვათ ომი და ამიტომაც თვლიდა საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას. მის სიტყვებს სომხეთში გარკვეული ჯგუფების პროტესტი მოჰყვა.
აქამდე ბაქო სომხეთისგან ითხოვდა, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნებინა 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.
ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.