სომხეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე დებედამ საავტომობილო მაგისტრალი დააზიანა, რა დროსაც ავტომობილი მდინარე ჩავარდა.
სომხური მედია წერს, რომ ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. ალავერდის თემის სოფელ კარკოპის მონაკვეთში მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა. სოფელი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე დებედამ სოფელ ახტალის მიდამოში ხიდს გადაუარა, რკინიგზაზე არის ღვარცოფული ადგილები. პამბაკის თემში, კობაირ-ძორაგეტის მონაკვეთზე გზა მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე ადგილას. სოფელ ძორაგეტის 70 მცხოვრები უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. ტაშირის თემში, მდინარე ტაშირზე წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ღვარცოფის გამო წყლის დონემ მოიმატა, დაიტბორა სახლები და შენობები, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.
სახლები დაიტბორა ვანაძორში, სტეფანავანში და სოფელ ამრაკიცში. სტიქიის ზონაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ისევ ელექტრონული წესით