სომხეთში სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება „EAGLE PARTNER 2025″ გაიმართება

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, 12-დან 20 აგვისტომდე სომხეთიში ჩატარდება ერთობლივი სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლებები „EAGLE PARTNER 2025“, – როგორც „არმენპრეს“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, არამ ტოროსიანმა.
სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, -ის სახმელეთო ჯარების წარმომადგენლები ევროპასა და აფრიკაში, ასევე კანზასის ეროვნული გვარდია. სწავლება მოიცავს სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადებას და შესაბამისი ამოცანების შესრულებას, განსაკუთრებით — სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებზე ორიენტაციით. სწავლების მიზანია იმ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების გაუმჯობესება, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ; მოწინავე გამოცდილების გაზიარება მართვისა და ტაქტიკური კავშირის სფეროში; აგრეთვე სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშვიდობო მისიებისთვის მომზადების ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ქვედანაყოფები რეგულარულად მონაწილეობენ ანალოგიურ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში პარტნიორი ქვეყნებში.

ასევე დაგაინტერესებთ