სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები წელსაც ჩატარდება

15-24 ივლისს სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები EAGLE PARTNER 2024 ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სომხურ-ამერიკული წვრთნა Eagle Partner სომხეთში გასულ წელსაც ჩატარდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნები სამშვიდობო მისიის დროს კონფლიქტურ მხარეებს შორის სტაბილიზაციის ამოცანებს ეხება.
„სწავლების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის ამაღლება, კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაუმჯობესება“, – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
🇦🇲🇺🇸1/3:In the f/w of preparation for participation in intl #peacekeeping missions,#Armenia–#US joint exercise #EaglePartner2024 will be held from 15-24 July in🇦🇲. Servicemembers from peacekeeping brigade of🇦🇲’n AF,@USArmyEURAF,& @KansasGuard will participate in the exercise. pic.twitter.com/8uFP34bqPY — MoD of Armenia 🇦🇲 (@ArmeniaMODTeam) July 6, 2024
სომხეთისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც -ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ