სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
თავდაცვის უწყების ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, წვრთნები Eagle Partner 2024 სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაგრძელდება. სწავლება Eagle Partner სომხეთში პირველად 2023 წელს ჩატარდა.
წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები მიიღებენ, ასევე ევროპასა და აფრიკაში -ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.
წვრთნების მიზანი სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდაა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.
-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.” – წერია პენტაგონის განცხადებაში.