სომხეთში სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა – დეტალები

სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ინფორმაციას მედია სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილეზე, ავეტ პოგოსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, გადაცემები მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ორი მუხლის “მუდმივი დარღვევის” გამო აკრძალეს.
აღნიშნული მუხლები შეურაცხმყოფელი შინაარსის გადაცემების ტრანსლიერებას და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ასევე ეროვნული დღესასწაულებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დაცვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს