სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა ინფორმაცია არაგაწოტნის ეპარქიის სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირების დაკავების შესახებ.
ოფიციალური ცნობით, დაკავება მოხდა კრიმინალური საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება ადამიანების იძულებას მონაწილეობა მიეღოთ შეკრებებში.
„მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ან გავლენის გამოყენების ფაქტზე, შეკრების ან მასში მონაწილეობის შეზღუდვის მიზნით, ასევე მატერიალური დაინტერესების გამოწვევის ან უარის თქმის წახალისების მიზნით”.
ადვოკატმა არა ზოღრაბიანმა, რომელიც სომხეთში დაკავებული სასულიერო პირების ნაწილს იცავს, იქამდე განაცხადა, რომ დაკავებულია არაგაწოტნის ეპარქიის ხუთი მღვდელი და თავად ეპარქიის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი. ადვოკატის ინფორმაციით, მათი ბინები გაიჩხრიკეს.
გამოძიება არაგაწოტნის ეპარქიის სასულიერო პირების მიმართ დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის სექტემბერში ოვანავანკის (მონასტერი არაგაწოტნის ოლქის ოგანავანის სოფელში) ყოფილმა მოძღვარმა, მამა არამ ასატრიანმა, სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წელს ოპოზიციურ მიტინგებში მონაწილეობდა იძულებით თავისი წინამძღვრის, ეპისკოპოს პროშიანის მითითებით.
