სომხეთში საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს

სომხეთში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს, რომლებმაც ტავუშის პროვინციის სოფელ კირანცში გზა გადაკეტეს, – ინფორმაციას მედია პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – „ტავუში სამშობლოს სახელით“ განაცხადა, რომ დილით, კირანცის მცხოვრებლები, რომლებმაც გზა გადაკეტეს, „უხეში ძალის გამოყენებით“ ქალაქ იჯევანის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არის ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ პარლამენტის წევრი გარნიკ დანიელიანი. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.
აპრილის შუა რიცხვებში სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური კომისიები ოთხ აზერბაიჯანულ და ოთხ სომხურ სოფელს შორის საზღვრის გავლებაზე შეთანხმდნენ, რომელთა შორისაა სოფელი კირანციც. ამ გზით ის უნდა მოერგოს სასაზღვრო ხაზს, რომელიც სსრკ-ს დაშლის დროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებობდა.
გადაწყვეტილებამ სომხეთში პროტესტი გამოიწვია და 20 აპრილიდან აქტივისტები სხვადასხვა მაგისტრალებს ბლოკავენ, მათ შორის, საქართველოსკენ მიმავალ გზას ტავუშის პროვინციაში. ისინი დელიმიტაცია პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია