სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენ/მეცენატი კარაპეტიანი დააკავეს

პირველი ინსტანციის ს საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთსა და სომხეთში მომუშავე ბიზნესმენ სამველ არაპეტიანის ორთვიან წინასწარ პატიმრობაზე. მისი ადვოკატის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო.
კარაპეტიანს ბრალდება წარედგინა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საჯარო მოწოდებას ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ.
როგორც news.am წერს, ღამით კარაპეტიანი პოლიციის უფროსის მოადგილის თანხმლებით ავტომობილით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი – საგამოძიებო კომიტეტში.
“დილის საათებში გახდა ცნობილი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი არმენ აბაზიანი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, აბაზიანის გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ მან უარი თქვა ფაშინიანის ბრძანების შესრულებაზე და არ მოაწყო „შოუ“ კარაპეტიანის სახლთან”, – წერს გამოცემა.
იქამდე „ტაშირ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, ცნობილმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა მედიასთან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არის ის მზად ჩაერთოს “ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაში, რომელსაც ფაშიანიანის ხელისუფლება აწარმოებს”.
„მცირე ჯგუფი, რომელმაც სომხეთის ისტორია და სომხური ეკლესიის ათასწლოვანი წარსული დაივიწყა, თავს ესხმის სომხურ ეკლესიას და სომეხ ერს. რამდენადაც მე ყოველთვის სომხური ეკლესიის და სომხური ერის გვერდით ვიდექი, უშუალოდ ჩავერთვები ამ პროცესში. თუ პოლიტიკოსები ვერაფერს მიაღწევენ, ჩვენ ჩვენს გზას მივყვებით და ჩვენს სტილში ჩავერთვებით“, – განაცხადა „ტაშირ ჯგუფის“ მფლობელმა სამველ კარაპეტიანმა.
“სომხეთის რესპუბლიკა ს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების რიგი წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ეხება ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებულ ვითარებას, აფასებს როგორც ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას” – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის შეკითხვების სესიისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, საპასუხოდ „სამოქალაქო შეთანხმების” დეპუტატ ჰასმიკ ჰაკობიანის შეკითხვას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა