სომხეთში რეგიონში პირველი მონაცემთა ცენტრი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $500 მილიონია – Bloomberg

სომხეთში რეგიონში პირველი მონაცემთა ცენტრი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $500 მილიონია – Bloomberg
-ის მთავრობამ სომხურ სტარტაპ Firebird-ს ნება მისცა, ქვეყანაში მოწინავე Nvidia-ს პროცესორები შეიტანოს,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

წყაროს ცნობით, -ს მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის სამხრეთ კავკასიაში პირველი მასშტაბური AI მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აღწევს.
ნებართვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ანიჭებს, რომ წლების განმავლობაში სომხეთი „AI-გავრცელების“ მეორე კატეგორიის ქვეყნად იყო კლასიფიცირებული, რაც მაღალი წარმადობის ჩიპების ექსპორტს ზღუდავდა. იგივე სტატუსი გააჩნდა საუდის არაბეთს, ისრაელს და პოლონეთს. შეზღუდვები ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მოიხსნა, რაც ტექნოლოგიური კომპონენტების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაამარტივებს.
სომხეთის ხელისუფლება tech-ეკოსისტემის განვითარებას სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს და ბოლო წლებში სტარტაპების მხარდაჭერისა და ადგილობრივი ინოვაციური გარემოს გაძლიერების მიზნით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მიიღო.