სომხეთში, “ოცნების” ამნისტიით გათავისუფლებული, ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.
როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში.
ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს