სომხეთში ორი რუსი სამხედრო დააკავეს, რომლებსაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებათ ბრალად, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 6 იანვარს, შირაქის რაიონის სოფელ არაპში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა “ოპელის” მარკის მანქანა შესამოწმებლად გააჩერეს, რა დროსაც მანქანის მძღოლმა პარკი გადააგდო, რომელშიც თეთრი ნივთიერება იყო.
მანქანაში სულ სამი მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებელი. სამივე მათგანი პოლიციელებმა დააკავეს და ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს.
რუსი სამხედროების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დასაკეცი დანა და თეთრი ნივთიერება აღმოუჩინეს.