სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში დააკავეს მოძრაობა „ნების“ ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი, ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
ოპოზიციონერი დააკავეს მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერებისა და მონაწილეების მიერ „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების მითვისების“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი. ყველა მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
ჩახალიანი საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ორგანიზაცია „ჯავახკის“ თავმჯდომარე. მას ხშირად მოიხსენიებდნენ მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის მომხრედ.
2009 წლის აპრილში, საქართველოს სასამართლომ ჩახალიანს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით გათვალისწინებული ბრალდებების ერთობლიობაში, მათ შორის მასობრივი ღონისძიებების უკანონოდ ჩატარებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
2013 წელს მან საპატიმრო დატოვა ამნისტიის საფუძველზე. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩახალიანს „ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი“ უწოდა. მას ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ც. 2013 წლის ოქტომბერში, სააკაშვილსა და ჩახალიანს შორის ახალქალაქში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ვაჰაგნ ჩახალიანი ყარაბაღის კონფლიქტში მოხალისეთა შემადგენლობაში მონაწილეობდა. ომის დასრულების შემდეგ მან სომხეთში განაგრძო ოპოზიციური საქმიანობა.
2020 წლის ნოემბერში ჩახალიანი დააკავეს, მას შემდეგ, რაც სხვა დემონსტრანტებთან ერთად სომხეთის პარლამენტის შენობაში შეიჭრა და პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომა მოითხოვა. 2024 წელს მას მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ხულიგნობაში დასდეს ბრალი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით