სომხეთში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ინგუშეთიდან ოჯახში ძალადობას გაექცა

პოლიციამ 14 ნოემბერს სომხეთში დააკავა ინგუშეთის მკვიდრი, 21 წლის ფატიმა ზურაბოვა, რომელმაც ოჯახში ძალადობის გამო ექვსი დღის წინ დატოვა ინგუშეთი და დროებით ქალაქ აშტარაკში ცხოვრობდა.
როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია „მარემის“ ხელმძღვანელმა სვეტლანა ანოხინამ უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, ფატიმა თავისი ახლობლების თხოვნით დააკავეს.

პოლიცია აშტარაკში იმ ბინაში მივიდა, სადაც ახალგაზრდა ქალი დროებით ცხოვრობდა და იგი ს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში წაიყვანა.
როგორც „კავკაზ.რეალიის“ უთხრა სვეტლანა ანოხინამ, ფატიმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მისთვის უკანასკნელი წვეთი კი იყო მუშაობის აკრძალვა. ძმამ მას სცემა და მოითხოვდა, რომ სამსახურიდან წამოსულიყო.

“მას ესმოდა, რომ ისინი უბრალოდ აღარ გაუშვებდნენ მას სახლიდან. ადრე უკვე მოხდა ისე, რომ სასტიკად სცემეს და ტელეფონი ერთი წლით წაართვეს. ასე ხდებოდა ყოველ ჯერზე, რომ ფოტოების გადაღება და ვინმესთან ჩივილი არ შესძლებოდა“, – ამბობს ანოხინა.
ფატიმა კრიზისულ ჯგუფს სექტემბრის ბოლოს დაუკავშირდა და უამბო, რომ ოჯახში სისტემატურად სცემენ ინგუშური საზოგადოებისთვის “შეუსაბამო” საქციელის გამო. ჯგუფ „მარემის“ მხარდაჭერით, ის მინვოდის გავლით სომხეთში გაფრინდა.
მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში ზურაბოვას დაკითხვას ესწრებოდა მისი ბიძა, იუსუპ ზურაბოვი, რომელიც მის ინგუშეთში დაბრუნებას ითხოვდა და იმუქრებოდა, რომ გაუსწორდება ყველას, ვინც ფატიმას გაქცევაში ეხმარებოდა.

იუსუპ ზურაბოვი ინგუშეთში გავლენიან პირად ითვლება, ის იყო ინგუშეთის ეკონომიკის მინისტრი და სახალხო კრების დეპუტატი ს მმართველი პარტია „ედინაია როსიიდან“.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ფატიმა ზურაბოვას ამბავი მედიის საშუალებით გახმაურდა, იუსუპ ზურაბოვმა „კავკაზ. რეალიის“ უთხრა, რომ უკან, ინგუშეთში, დასაბრუნებელი ბილეთი იყიდა და მომავალში აღარ შეეცდება ფატიმას იძულებით დაბრუნებას ინგუშეთში.

„თუ ის ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებმაც წაიყვანეს, იმაზე მეტს მისცემენ, ვიდრე 21 წლის განმავლობაში ჩვენ მივეცით, მაშინ ეს მისი არჩევანია. ამიერიდან ის ჩემ ცხოვრებაში აღარ არსებობს“, – აღნიშნა იუსუპ ზურაბოვმა.
ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, რადგან იქ შედარებით უსაფრთხოდაა.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ თუ გარეთ გავა, შესაძლოა, ზურაბოვა იძულებით გადაიყვანონ ინგუშეთში.
· ოჯახში ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი მთავარი და სისტემური პრობლემაა. ამ ძალადობას ადგილობრივი ახალგაზრდა ქალები ქმრებისა და ოჯახის სხვ წევრების მხრიდან განიცდიან. როგორც წესი, პოლიცია იგნორირებას უკეთებს ასეთი დანაშაულის შესახებ შესულ ინფორმაციებს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემთხვევაში, სასამართლოები მინიმალური ჯარიმების დაკისრებით იფარგლებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია