სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება

სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს.
„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2024, სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში -ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, Eagle Partner-ის პირველი სწავლება სომხეთში 2023 წელს ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ