სომხეთში აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების მეორე ტრანზიტისთვის საქართველო საფასურს მიიღებს – “მეგა ტრეიდის“ დირექტორი

აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მეორე ტრანზიტისთვის საქართველო საფასურს მიიღებს, – ამის შესახებ „მეგა ტრეიდის“ დირექტორმა, კარენ აირიანმა განაცხადა.
აირიანის თქმით, სატრანზიტო გადასახადის დაწესება ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, მაგრამ შესამჩნევ განსხვავებას არ მოიტანს.
„საქონლის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ გამოვთვლით ღირებულებას და დავადგენთ, რა ფასად გავყიდით ბენზინს. ბენზინის ფასზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრის ფასების ცვლილებები და ყოველდღიური გაცვლითი კურსის რყევები. ტრანზიტის ხარჯები არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ფასზე“, – აღნიშნა „მეგა ტრეიდის“ დირექტორმა.
კარენ აირიანის თქმით, მეორე ტრანზიტით აზერბაიჯანიდან სომხეთში „პრემიუმის“ და „რეგულარის“ ტიპის ბენზინი შევა.
ცნობისთვის, საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში პირველი ტრანზიტისთვის სატრანზიტო საფასური არ აიღო.
1tv.ge