სომხეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა

„ნოვოსტი არმენიას“ ცნობით, სომხეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
მან განმარტა, რომ ეს რესპუბლიკის დაბალანსებულ და გააზრებულ პოლიტიკას შეესაბამება.
„სხვათა შორის, ამ ორგანიზაციაში ჩვენ დამკვირვებლის სტატუსი გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია. უფრო მეტიც, ეს ასევე დაკავშირებულია ორგანიზაციაში მიმდინარე მნიშვნელოვან და სტრუქტურულ ცვლილებებთან, რადგან განიხილება დამკვირვებლის ან ასოცირებული წევრის სტატუსის გაუქმების საკითხი“, – თქვა ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა