საბორნე მიმოსვლა, რომელიც „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო სომხური ტვირთებისთვის, ამოქმედდა და რამდენიმე თვე იფუნცქიონირა, რადგან ექსპორტიორებისა და იმპორტიორების მხრიდან დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია. სააგენტო არმენპრესის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა სამშაბათს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ნოვოროსიისკი–ბათუმი–ნოვოროსიისკის მარშრუტზე საბორნე გადაზიდვები გასულ წელს სომხეთის მთავრობის მიერ სუბსიდირების შედეგად დაიწყო.
„ჩვენი შეფასებით, პროექტმა ექსპორტიორებისა და იმპორტიორების სათანადო დაინტერესება ვერ გამოიწვია. ჩვენ ვერ დავინახეთ ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების ისეთი ინტერესი, რომ პროექტის გაგრძელების აუცილებლობაში ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა“, – თქვა კერობიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად 2023–ში რუსეთი რჩებოდა, თუმცა ტვირთბრუნვის მოცულობა ამ ქვეყანასთან მნიშვნელოვნად შემცირდა. შემდეგი მსხვილი პარტნიორები არიან არაბთა ემირატები, ჩინეთი, საქართველო და აშშ. მინისტრის თქმით, სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიაში აშშ პირველად მოხვდა.
gbc.ge