სომხეთმა რუსეთს შეატყობინა, რომ უკრაინაში ბრძოლისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

სომხეთის ხელისუფლებამ ს ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, – მას ექსტრადიციის რისკი ემუქრება.
ინფორმაცია, რომ სომხეთმა რუსეთს უკვე შეატყობინა კინოიანის დაკავების შესახებ, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.
პრესსპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვრის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს, შესაძლო ექსტრადიციის შესახებ კითხვებით.
სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის გიორგი კინოიანი, რომელზეც რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, – ში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული – იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
ოჯახი შიშობს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, გიორგი კინოიანი არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე დადგება.
ფორუმი