სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, ერევანი შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს.
„სომხეთის რესპუბლიკა ადასტურებს ერთგულებას ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ