სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სომხეთმა პარასკევს, 21 ივნისს, განაცხადა, რომ პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის გამო, ისრაელმა სომხეთში თავისი ელჩი დაიბარა და “მკაცრი საყვედური” გამოუცხადა.
ათეულობით ქვეყანამ აღიარა პალესტინის სახელმწიფო. პალესტინელებს სჯერათ, რომ აღიარებები მათ ბრძოლას საერთაშორისო ლეგიტიმაციას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ს ომი “ჰამასის” წინააღმდეგ, რომელიც უკვე მეცხრე თვეა მიმდინარეობს, მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას ღაზაში სისტემატური განადგურების კამპანიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით.
ღაზის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკვების სიმცირის გამო, 250 ბავშვი არასრულფასოვანი კვების გამო, იტანჯება.
პალესტინელები შიმშილს განიცდიან, რადგან ომის გამო, დიდწილად შეწყდა საკვების, მედიკამენტებისა და ძირითადი პროდუქტის ნაკადი ღაზაში, რომელიც ახლა მთლიანად დახმარებაზეა დამოკიდებული.
იმავდროულად, ს დაპირება, რომ დაიცავს დახმარების ახალ მარშრუტს ღაზის სამხრეთით, ჩავარდა, რადგან გაეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, კანონისა და წესრიგის დარღვევამ ეს მარშრუტი გამოუსადეგარი გახადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს