სომხეთმა ინდოეთს „სუ-30სმ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებაში დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთმა ინდოეთს „სუ-30სმ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებაში დახმარების თხოვნით მიმართა.
ინდური მედიის თანახმად, განახლება, რომელიც სომხეთს აინტერესებს, მოიცავს ავიონიკას, რადიოელექტრონულ საომარ კომპონენტებს და იარაღს.
„ჩვენ განვიხილავთ ჩვენი „სუ-30“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების განახლებას Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) დახმარებით, რადგან მას აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში”, – ციტირებს ინდური მედია სომხეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო დეპარტამენტის უფროსს, ჰოვანეს ვარნს.
ვარდანიანის თქმით, მან თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ანილ ჩაუჰანთან განიხილა შესაძლო თანამშრომლობის სფეროები.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი