სომხეთმა 2026 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირს ჰიბრიდულ საფრთხეებთან და მავნე ზეგავლენებთან ბრძოლის მიზნით მხარდაჭერის თხოვნით მიმართა – ამის შესახებ, სააგენტო Armenpress-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა განაცხადა.
„სომხეთში არჩევნები ახლოვდება და რა დახმარება შეგვიძლია მათ გავუწიოთ? მათ მოგვმართეს დახმარებისთვის მავნე გავლენებთან ბრძოლის კუთხით. მსგავს მხარდაჭერას მოლდოვას ვუწევდით“, – თქვა კალასმა.
2 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთს 15 მილიონ ევროს გამოუყოფს მშვიდობის განმტკიცებისა და ქვეყნის მდგრადობის გასაზრდელად.
კაია კალასის თქმით, სომხეთი ასევე ინფორმაციულ სფეროში არსებულ გამოწვევებს აწყდება, თუმცა ამ მიმართულებითაც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობს.




