სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

შაბათს, 25 ნოემბერს, სომხეთმა და საუდის არაბეთმა ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რითაც დასრულდა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი პოლიტიკა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა.
ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა არა სომხეთსა ან საუდის არაბეთში, არამედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში. დოკუმენტს – პროტოკოლს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე – ხელი მოაწერეს საამიროებში სომხეთისა და საუდის არაბეთის ელჩებმა.
ჯერ უცნობია, გეგმავენ თუ არა ქვეყნები საელჩოების გახსნას.
საუდის არაბეთი ათწლეულების განმავლობაში უარს აცხადებდა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, რისი მიზეზიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია იყო. 2020 წლის ომისა და შემდეგ 3 წელიწადში განვითარებული მოვლენების შედეგად აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ პოლიტიკის ცვლილება ასევე უკავშირდება საუდის არაბეთისა და თურქეთს – აზერბაიჯანის უახლოეს მოკავშირის – ურთიერთობების „მნიშვნელოვნად გაუარესებას“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო