სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სომხეთში სპეციალისტების ჯგუფი გაიგზავნება საზღვრების გასამაგრებლად საექსპერტო დახმარების აღმოსაჩენად.
ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სამშაბათს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. -მა და სომხეთმა ჩამოაყალიბეს „სტრატეგიული პარტნიორობის კომისია“, რომელიც შეიმუშავებს შესაძლებლობებს კავშირების გასამყარებლად თავდაცვის, ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროებში, განაცხადა ბლინკენმა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სიტყვებით, ამერიკა და სომხეთი „სულ უფრო ძლიერი პარტნიორები“ ხდებიან.
შეხვედრისა და ხელშეკრულებების ხელმოწერის შესახებ კომიუნიკე სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ აშშ სომხეთში გაგზავნის სპეციალისტების ჯგუფს საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ ასევე დაიწყებს სომხეთთან მოლაპარაკებას სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ერევანმა განაცხადა, რომ ოფიციალურად შეუერთდა ექსტრემისტულ მოძრაობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კოალიციას, რომელსაც აშშ უდგას სათავეში.
უკანასკნელ წლებში სომხეთმა შეამცირა მონაწილეობა ს ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ). 2023 წლის შემოდგომაზე სომხეთმა უარი თქვა ОДКБ-ს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობრაზე, იმავე თვეში გამართა სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება. სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეუსაბამოს გახდის ს მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში – საბაჟო ბლოკში, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვრანელობს.
გასულ კვირაში სომხეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იწყება ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით