სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. „სომხეთში, 1-ელ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კიროკოსიანმა.
მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება.
დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია დააკავოს ს პრეზიდენტი, ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა.
შეგახსენებთ, რომ მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას “არამეგობრული აქტი” უწოდა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იყო.
უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით, ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს არ ცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა