2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ს მიღწეული შეთანხმების შედეგად, სომხეთი აშშ-სგან პირველ ეტაპზე 145 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კონგრესთან ერთად მუშაობისას ჩვენ ვაპირებთ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას. ეს არის პირველი ტრანში დაფინანსებისა, რომელიც მიმართულია ტრამპის ადმინისტრაციის პროგრამის „გზა საერთაშორისო მშვიდობასა და კეთილდღეობისკენ“ განხორციელებაზე და მასთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე, რომლებიც მიღწეული იქნა 8 აგვისტოს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს დირექტორმა, ბრენდან ჰანრაჰანმა.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს დირექტორის, ბრენდან ჰანრაჰანის ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული მოვლენები და კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები, ასევე პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ მნიშვნელობა.
