სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას | ფაშინიანი

სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„მე არაერთხელ განვაცხადე ჩემს საჯარო განცხადებებში, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს ს მიერ ოკუპირებული და სამხრეთ ოსეთი.
ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის მარიონეტი გაგლოევი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აინტერესებს სომხეთის პრემიერის აზრი. მისივე თქმით, “ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს”:
„არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მთიანი ყარაბაღი მძიმე მდგომარეობაში დატოვა. მან უღალატა საკუთარ ხალხს” თქვა პუტინის მარიონეტმა.