სომხეთი, სლოვაკეთი… კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე – ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

საქართველოს ნაკრებმა “ერთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ბოლო ტურის წინ არსებული ყველაზე ცუდი სცენარით დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, რანგით მეორე დივიზიონში, ადგილის შესანარჩუნებლად ირლანდია, სლოვენია და ისლანდია იბრძოლებენ.
22 ნოემბერს წილისყრა ჩატარდება, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე გაირკვევა.
, ბულგარეთი და სომხეთი შესაძლო მეტოქეები რომ არიან უკვე გარკვეულია, კოსოვოსა და რუმინეთის ერთი მატჩი შეწყდა, მაგრამ დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე კოსოვოელები გავლენ და დაწინაურებისთვის ბრძოლა მათ მოუწევთ. 2025 წლის 20 მარტს სტუმრად ვითამაშებთ, 3 დღის შემდეგ
კი საკუთარ მოედანზე. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, პირველი მატჩის გამოტოვება ხვიჩა კვარაცხელიასა და გურამ კაშიას მოუწევთ.
მნიშვნელოვანია, B ლიგაში დავრჩეთ, რადგან არავინ იცის, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე C ლიგის გამარჯვებული რამდენად გავა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას შესარჩევი ეტაპიდან ეცდება(წილისყრა დეკემბერშია), სადაც ჯგუფში მეორე ადგილი დაახლოებით იმ მდგომარეობაში გვამყოფებს, როგორშიც “ერთა ლიგაზე” ახლა მოგების შემთხვევაში ვიქნებოდით.
ემოციების დამშვიდების შემდეგ, ცივ გონებაზე, საქართველოს ნაკრებზე დეტალურად მსჯელობა აუცილებელია!..

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში