სომხეთი რუსეთს არ გადასცემს უკრაინაში მებრძოლ გიორგი კინოიანს

უკრაინაში ს წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი კინოიანი, თავისუფალია. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი უარს ამბობს რუსეთისთვის მის გადაცემაზე – ამის შესახებ საუბრობს მისი ძმა, ვაკო კინოიანი.
„გუშინ სომხეთმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა გიორგი პირდაპირ რუსული კლანჭებისგან… გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს გიორგი. ადვოკატს დაველაპარაკებით და რა თქმა უნდა, დავბრუნდებით საქართველოში“, – ამბობს ვაკო კინოიანი „TV პირველთან“ საუბრის დროს.
გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვარზე, საქართველოდან გასვლისას დააკავეს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე. ორ დღეში, 5 სექტემბერს, საღამოს, სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
მისთვის პატიმრობის შეფარდებას საფუძვლად დაედო გასული წლის 25 ოქტომბერს დონეცკის ე.წ. სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასული წლის ოქტომბერში დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს.
ბრალდება უკავშირდება კინოიანის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობას.
ბრალდების თანახმადვე, ის „ქართულ ლეგიონთან“ ერთად იბრძოდა ში.
რუსეთს „ლეგიონის“ დამფუძნებელი სა და არაერთი სხვა ქართველი მებრძოლისთვის აქვს პატიმრობა დაუსწრებლად მისჯილი.
ფორუმი