სომხეთი მოსკოვში ОДКБ-ს შეხვედრას არ დაესწრება

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს მე-16 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. სესია მოსკოვში გაიმართება.
სომხური მედია ინფორმაციას სიმონიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სომხეთის პარლამენტის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში. სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა ს ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართა, არც დაესწრო. ბელარუსში ჩასვლაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი