სომხეთი მიანიშნებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის აღდგენის მზაობაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა მზაობაზე ხელახლა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში აზერბაიჯანთან, მას შემდეგ, რაც ბაქო გამოვიდა პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით.
აზერბაიჯანი 21 ნოემბერს გამოვიდა სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილას, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ.
ამის პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ნოემბერს აცხადებს, რომ ერევანი მზადაა აღადგინოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, იმ პირობით, რომ მოლაპარაკება დაეფუძნება სამ საბაზისო პრინციპს – რომლებიც, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს თქმით, შეთანხმებულ იქნა დასავლეთის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებზე 2022 და 2023 წლებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს სამი პირობაა “ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ბუნდოვანების გარეშე, ორმხრივი აღიარება და პატივისცემა, საზღვრის დელიმიტაციის დასრულება [1991] წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე და რეგიონში ვაჭრობის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების განბლოკვა, სახელმწიფოებს შორის სრული პატივისცემის, იურისდიქციის, ორმხრივობის და თანასწორობის საფუძვლებზე”.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გამართეს ევროკავშირის შუამავლობით, სანამ ბაქო მოაწყობდა სწრაფ სამხედრო ოპერაციას, რომლის შედეგადაც მთიან ყარაბაღში დასრულდა ეთნიკური სომხების მხრიდან სამი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მმართველობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!