სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან გამოსვლას არ გეგმავს

სომხეთი არ განიხილავს რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ერევანმა 23 ნოემბერს მინსკში გამართულ ბლოკის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის შესახებ სომხეთის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ სომხეთი არ გეგმავს ქალაქ გიუმრიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხის დაყენებას, სადაც რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
„ამჟამად, მსგავსი თემები ჩვენს დღის წესრიგში არ არის“, – განაცხადა საფარიანმა.
ნოემბრის დასაწყისში რუსეთმა სომხეთი მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს არ დაესწრებოდა. რუსეთთან ერთად, ორგანიზაციაში ასევე შედის ბელორუსი, ყაზახეთი, და ტაჯიკეთი.
სომხეთმა აქამდეც არაერთხელ თქვა უარი ბლოკის შეხვედრებში მონაწილეობაზე, მათ შორის ისეთებშიც, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა. ეს გარემოება ხაზს უსვამს ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდ უთანხმოებას.
სომხეთის ხელისუფლება ასევე ადანაშაულაებს რუსეთს იმაში, რომ სექტემბერში მისმა სამშვიდობოებმა ვერ შეაჩერეს აზერბაიჯანის შეტევა მთიან ყარაბაღზე, რომელსაც სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობა მართავდა. ამ ოპერაციის შემდეგ აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს