ინდოეთის ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომხეთი ინდური შეიარაღების უდიდესი იმპორტიორი გახდა.
სომხეთმა ამ შედეგს მაშ შემდეგ მიაღწია, რაც ინდოეთისგან Pinaka-ს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და Akash-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეძენის კონტრაქტები გააფორმა.
მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, მედია IADN ინდოეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის მიერ შეძენილი შეიარაღების ფასი 600 მილიონ დოლარს უტოლდება.
ინდოეთმა და სომხეთმა ორმხრივი სამხედრო კოოპერაცია 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გააღრმავეს.
ცნობების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კონტრაქტები ნახსენები სისტემის გარდა ინდური წარმოების ჰაუბიცებს, ტანკსაწინააღმდეგო და დრონსაწინააღმდეგო შეიარაღებასაც მოიცავს.
ინდურ მედიაში გასული წლის სექტემბერში წერდნენ, რომ სომხეთი ინდოეთისგან ATAGS-ის ტიპის 90 ჰაუბიცას მიიღებს. ამავე ცნობით, 6 ჰაუბიცა ერევანმა უკვე მიიღო.
