სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად ისწრაფვის თურქეთთან საზღვრის სწრაფად გახსნისკენ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა თურქულ სააგენტო Anadolu-ს განუცხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნა უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.
მირზოიანმა თქვა, რომ მხარეებმა თურქეთსა და სომხეთს შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მინისტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში დიპლომატიური პასპორტების მფლობელ პირებსაც შეეხება.
მირზოიანმა დაასახელა ორი ქვეყნის შეთანხმება თურქეთის პროვინცია ყარსის ისტორიული ანის ხიდის რეკონსტრუქციაზე, ასევე, სასაზღვრო რაიონებში ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ერევნის მზადყოფნას რეგიონში ყველა საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მარშრუტის გახსნისთვის.