სომხეთი თებერვალში ოფიციალურად შეუერთდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

სომხეთმა ოფიციალურად შეიტანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრობის თხოვნა და ის თებერვალში დაკმაყოფილდება – გამოაცხადა ჰააგის სასამართლომ 17 ნოემბერს.
ერევანმა გასულ თვეში რატიფიკაცია გაუკეთა რომის სტატუტს, რითაც აღიარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია.
სომხეთი ფიქრობს, რომ ეს პროკურორებს შესაძლებლობას მისცემს, გამოიძიონ სავარაუდო დანაშაული მთიან ყარაბაღში.
სექტემბერში აზერბაიჯანმა სწრაფი იერიშის შემდეგ მთლიანად აღადგინა კონტროლი ტერიტორიაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით მას ეკუთვნის. ამის შემდეგ რეგიონი დატოვა დაახლოებით 120 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა.
ერევანი ბაქოს ეთნიკურ წმენდას აბრალებს, რასაც აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს.