„სომხეთი და NATO პარტნიორობის ახალ პროგრამაზე მსჯელობენ“ – კოჩარიანი

ერევანში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ–როთის“ 108-ე სემინარზე, სომხეთის პარლამენტის წევრმა ანდრანიკ კოჩარიანმა ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სომხეთ–ნატოს პარტნიორობა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო საყრდენია,“ – განაცხადა კოჩარიანმა. მისი თქმით, თანამშრომლობა დაიწყო 1994 წელს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში და 2006 წლიდან გრძელდება ინდივიდუალური სამოქმედო გეგმებით.
„ამჟამად მიმდინარეობს ახალი, ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის დამტკიცებაზე მსჯელობა,“ – თქვა დეპუტატმა.
კოჩარიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების რეფორმის, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას… ის წარმოადგენს სისტემური რეფორმების პლატფორმას, რომელიც ამყარებს სომხეთის დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციურ მდგრადობას,“ – თქვა მან.
დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, დეზინფორმაციასა და საინფორმაციო მანიპულაციებზე: „სომხეთი დეზინფორმაციული პროპაგანდის მიზანმიმართული გამოყენების წინაშე დგას.“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა